დადგინდა, რომ პლანეტა კატასტროფული ტემპით თბება და საშინელი შეუქცევადი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, ატმოსფეროში გამონაბოლქვი უნდა დაიწიოს ნულამდე.
როგორც France 24 იტყობინება, შესაბამის გაფრთხილებას შეიცავს კვლევები, რომლებშიც 50-ზე მეტი წამყვანი მეცნიერი მონაწილეობდა. ეს მასალები 5 ივნისს გამოქვეყნდა.
ექსპერტების დასკვნებით, ანალიზი ეყრდნობოდა ბოლო ათწლეულის მაჩვენებლებს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან 2023 წლამდე ტემპერატურა 0,26 გრადუსით გაიზარდა. ამავე პერიოდში, გლობალური ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ მიაღწია 1,19 °C-ს, რაც აღემატება 1850-1900 წლების პრეინდუსტრიულ ნიშნულს.
„ადამიანის მიერ გამოწვეული დათბობა უპრეცედენტო ტემპით ჩქარდება…“ ნათქვამია კვლევაში.
როგორც აღინიშნა, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს დათბობას, არის ატმოსფეროში გარკვეული დამაბინძურებელი ნაწილაკების რაოდენობის შემცირება, რომლებიც მზის ენერგიის ნაწილს ასახავს კოსმოსში.
„მთავარი მიზეზი ჰაერის დაბინძურების გაწმენდაა, ჯერ ევროპასა და აშშ-ში (მჟავა წვიმა) და ახლახან აზიაში, განსაკუთრებით ჩინეთში“, – განუცხადა AFP-ს გლენ პეტერსმა ნორვეგიის კლიმატის კვლევის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა.
გლობალური დათბობის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია „სათბურის გაზების გამონაბოლქვი, რომელიც რეკორდულ დონეზეა“, ნათქვამია კვლევაში.
მოხსენების წამყვანმა ავტორმა, პიერ ფორსტერმა, თქვა, რომ სულ მცირე ერთ აღმოჩენაში იყო „ცოტა ოპტიმიზმი“. გასული ათწლეულის განმავლობაში გამონაბოლქვის ზრდის ტემპი, როგორც ჩანს, შენელდა 2000 წლიდან.
თუმცა, თანაავტორმა პიერ ფრიდლინგშტეინმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შენელება საკმარისი არ არის კლიმატის ცვლილების თავიდან ასაცილებლად.
მეცნიერმა დასძინა, რომ გამონაბოლქვის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, 1.5°C ბარიერი გადაილახება და გახდება “გრძელვადიანი საშუალო” მომდევნო ათწლეულის განმავლობაში