მარიამ ტატანაშვილი, გოგო, რომელიც ავარიაში შეყვარებულთან ერთად მოყვა და მას შემდეგ ძალიან რთულ გზას გადის, გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა.
მარიამმა ავარიის შემდეგ მის ცხოვრებაში განვითარებულ ამბებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრმა მიატოვა, მათ შორის შეყვარებულმა.
„ავარიის შედეგად დავკარგე თითები, მხედველობა, სახის ძვლები დამემტვრა… ყველამ მიმატოვა… საჭესთან ვინც იჯდა, იმ მეგობარმა საერთოდ არც მომიკითხა…
რეანიმაციიდან გამოწერის დღეს ჩემს შეყვარებულს ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ვიფიქრე რაღაც პრობლემები ჰქონდა… თუმცა შემდეგ მითხრა, რომ აღარ უნდოდა შეყვარებული ჰყოლოდა…
საკუთარმა მამიდაშვილმა და ბებიამ მიმატოვეს… ორი წლის მანძილზე არცერთს მოვუკითხივარ“. – აღნიშნა მარიამმა.
გადაცემის ბოლოს კი მარიამს სიურპრიზი ელოდა.
პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია და „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ გუნდი – სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთებენ მარიამს სხვადასხვა სახის ოპერაციას.