რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა. შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა.
როგორც მეზობლები ჰყვებიან, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.
“ხმაური გავიგონე, გადმოვიხედე და გოგო ეგდო დაბლა”, – ამბობს კორპუსის მცხოვრები.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.