გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში 21 წლის გოგონა გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედიის რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათგან ერთ-ერთის თანახმად, სიკვდილის მიზეზი ამფეტამინით ზედოზირება გახდა
გარდაცვლილი გოგონა ჩვენი მეზობელია, ანგელოზივით იყო… თავდაპირველად ეგონათ, რომ წამლები დალია და თავი მოიკლა, დღეს კი ითქვა, რომ ზედოზირებით გარდაიცვალა. ის უკარგესი ოჯახის შვილია, მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ, ბავშვი დედამ და დეიდამ გაზარდეს (მედიცინის მუშაკები არიან), რომ იტყვიან, ხელის გულზე ატარებდნენ, სიგარეტსაც არავინ ეწეოდა ოჯახში. მამას სხვა ოჯახი ჰყავს..
გოგონა თავის ოთახში გამხდარა ცუდად, შეშლილი სახით გამოვარდნილა და გადარჩენას ითხოვდა თურმე, – მიშველეთო, ყვიროდა. ყველანი დაზაფრულები ვართ, ასეთ ქვეყანაში რისკია შვილების გაჩენა, ყველგან ეს პრობლემაა, საშინელება ხდება.
გარდაცვლილი გოგონას მეგობარი ჩვენთან უარყოფს გოგონას ამფეტამინის ზედოზირებით გარდაცვალებას. მისი თქმით, ის დიდი დოზით ჰიპერტონიის მედიკამენტების მიღების შედეგად დაიღუპა. მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება.