ბათუმის მერვე საჯარო სკოლის შენობიდან ჩამოვარდნილი ბეტონის ნატეხი ქალს თავზე დაეცა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სკოლის ეზოში ბოლო ზარის ღონისძიება მიმდინარეობდა.
ფაქტი სკოლის დირექტორმა ქეთევან გვარჯალაძე-გორგოშაძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ქალს ტვინის შერყევა აქვს მიღებული, ამ ეტაპზე კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაშავებული მშობელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში მოათავსა.
წყარო: აჭარა თაიმსი