მთავარი სამმართველოს შენობაში მოწყობილი აქვთ წამების ოთახი” – რას ჰყვება ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში საინფორმაციო სახის პოსტს აქვეყნებს. იგი ჰყვება, როგორ უსწორდებიან დაკავებულ მომიტინგეებს. ხაბეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ყველაფერი იქნება გამოძიებული და დაუსჯელი არავინ დარჩება.

“მთავარი სამმართველოს შენობაში მოწყობილი აქვთ წამების ოთახი, სადაც ადამიანებს აყენებენ შეურაცხყოფას, ძალადობის მეშვეობით აიძულებენ სხვადასხვა მოქმედებებს, საუბარს იღებენ, აკომპრომატებენ და ემუქრებიან შემდგომში აქტივობის შემთხვევაში გასაჯაროებით. ართმევენ პირად ტელეფონებს, უჩხრეკენ,
ათვალიერებენ პირად მიმოწერებს, ადამიანების პირად ცხოვრებას და შემდეგ აშანტაჟებენ, რომ თუ არ გაჩუმდებიან, ამ ყველაფერს დადებენ სოციალურ ქსელებში.
აბსოლუტურად ყველას იდენტიფიცირება მოხდება და კანონის უმაღლეს სასჯელს მიიღებს ყველა მწამებელი და მანიაკი!
თუ ფიქრობთ შეგრჩებათ, ძალიან ცდებით!” – აღნიშნავს ხაბეიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *