სამწუხაროდ დაიწყო კვდომა და… – ნახეთ ზურა ბერიკაშვილზე უმძიმესი ინფორმაცია გახდა ცნობილი

28

დეკემბრიდან მალე ხუთი თვე გავა, რაც ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 55 წლის მსახიობს მოულოდნელად გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. კლინიკაში გულის უკანა კედლის ინფარქტით მიიყვანეს.

ზურა ბერიკაშვილი ნეირო-რეაბილიტაციის პროცესს, სამი თვის მანძილზე, მიუნხენში გადიოდა. უკვე მეორე თვეა სამშობლოშია და მკურნალობას კავკასიის მედიცინის ცენტრში განაგრძობს.

როგორც მანანა ბერიკაშვილი “პრაიმტაიმთან” ამბობს, რეფლექსები წამოსული აქვს, თვალებს ახამხამებს, თუმცა ცნობადობა არ აქვს.

” ზურა სტაბილურად მძიმედაა. სამწუხაროდ სიახლე არ გვაქვს. ტვინია დაზიანებული, ჯერ კიდევ ამოუხსნელი ფენომენია. გულის გაჩერების შედეგად ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა და დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ.

ვერც ხედავს, არც ესმის. ცნობადობა არ აქვს. ჯერჯერობით, ასეთი სურათი გვაქვს. სამედიცინო თვალსაზრისით არ ესმის, ისე კი ზურას ეს მდგომარეობა შეუცნობადია. მოდიან მოძღვრები, ჯანმრთელობის პარაკლისებს ვიხდით. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ხელშია. ღმერთის ნებაა ყველაფერი. ხუთი თვე გავიდა და ჯერ ისევ სტაბილურად მძიმედაა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *