ბრაზილიაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც შეჭამა შოკოლადი, რომელიც მკითხავმა აჩუქა, და რომელმაც მანამდე უთხრა, რომ მალე მოკვდებოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ფერნანდა სილვა ვალოზ და კრუზ პინტო მშობლიურ ქალაქში სეირნობის დროს მოხუცმა ქალმა გააჩერა, და კითხა, აინტერესებდა თუ არა ქალს გაეგო რა ელოდებოდა უახლოეს მომავალში, რაზედაც ახალგაზრდა ქალი დაეთანხმა, მაგრამ ის რაც შემდეგ მოხურმა მას უთხრა, შოკის მომგვრელი იყო. მოხუცმა მას უთხრა, რომ მალე მოკვდებოდა, მეტიც რამდენიმე დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.
შემდეგ მკითხავმა პინტოს შეფუთული შოკოლადი მისცა. დაფიქრებულმა ქალმა გზა გააგრძელა, მალევე შოკოლადის ფილა გახსნა და შეჭამა.
„რადგან შოკოლადი შეფუთული იყო, მას აზრადაც არ მოსვლია, რომ ის შეიძლება რაიმე საფრთხის შემცველი ყოფილიყო“ – განუცხადა მოგვიანებით პინტოს ბიძაშვილმა ბიანკა კრისტინამ ბრაზილიურ საინფორმაციო გამოშვებას Globo News. მისივე ნათქვამის მიხედვით, გოგონა მშიერი იყო, არც კი დაფიქრებულა ისე გადაწყვიტა მკითხავის მიერ მიწოდებული შოკოლადი ეჭამა.
შოკოლადის მირთმევიდან რამდენიმე საათში პინტოს ძალიან ცუდად გახდა, განუვითარდა სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ძლიერი ტკივილი, მხედველობის დაქვეითება და ღებინება. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადამ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შოკოლადის ჭამიდან ერთ დღეში ქალი გარდაიცვალა.
ცხედრის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ პინტოს სხეულში მომწამვლელი ქიმიკატები იყო.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს მკითხავს, რომელმაც ახალგაზრდა ქალს შოკოლადი მიაწოდა.
პინტოს ოჯახი გაოგნებულია მომხდარით, მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, ვის უნდა მოეკლა 28 წლის ქალი, რომელსაც მათივე თქმით, მტრები არ ჰყავდა.
პინტოს სიკვდილამდე სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე, ბრაზილიაში კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა მოწამლული შოკოლადის ჭამის შემდეგ