ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ჰუალიენის სამხრეთით, დაახლოებით, 18 კილომეტრში იყო, – ამის შესახებ BBC წერს.
ტაიბეის სეისმოლოგიური ცენტრის დირექტორის, ვუ ჩიენ ფუს განცხადებით, ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. ოფიციალურად 4 ადამიანის დაღუპვა დასტურდება
კუნძულსა და მის მეზობელ ქვეყნებში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დიდ ტერიტორიებზე 3 მეტრამდე ტალღებია მოსალოდნელი. მოსახლეობას აფრთხილებს ფილიპინების სეისმოლოგიური სააგენტოც.