29 წლის ცნობილი მოდელი პლასტიკური ოპერაციისას გარდაიცვალა.

მოდელი და სატელევიზიო ვარსკვლავი ლუანა ანდრადე ლიპოსაქციის შედეგად გარდაიცვალა. ის მხოლოდ 29 წლის იყო.

ცნობილია, რომ ამ კვირის დასაწყისში გოგონა სან-პაულოში სან-ლუისის ჰოსპიტალში დაწვა, რათა მუხლებზე ცხიმის მოსაშორებელი პროცედურა გაეკეთებინა. ლიპოსაქციის დროს მოდელს რესპირაციული შეტევა დაემართა – ეპიზოდი, რომელიც სუნთქვის უნებლიე შეწყვეტით ხასიათდება.

ქირურგებმა პროცედურა მაშინვე შეწყვიტეს და დამატებითი კვლევები ჩაატარეს, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მოდელს თრომბოზი ჰქონდა — თრომბები, რომლებიც ვენებსა და არტერიებს ბლოკავს.

ლუანა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ მკურნალობამ ვეღარ უშველა – გოგონას გული გაუჩერდა. ანდრადეს გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ფილტვის ემბოლია დასახელდა, რომელიც ჩვეულებრივ მას შემდეგ ხდება, როცა თრომბი ფეხის ვენებიდან ფილტვებში ხვდება.

ლუანას ცხოვრებაში ეს პირველი და უკანასკნელი პლასტიკური ოპერაცია იყო, მანამდე ქირურგებისთვის არასოდეს მიუმართავს.

ბრაზილიაში მოდელი ძალიან პოპულარული იყო. განსაკუთრებით, რომანტიკულ რეალითი შოუში თავის მეგობარ ბიჭთან, ბიზნესმენ ჟოაო ჰადადთან ერთად გამოჩენის შემდეგ. ის არა მხოლოდ მოდელობდა, საკუთარი ტანსაცმლის ბრენდიც დააარსა.

1440x1800-0xlssjkoqc-6362579526178246062-1699790406.jpg

ანდრადი სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელი იყო და ხშირად უზიარებდა 540 000-ზე მეტ თაყვანისმცემელს ფიტნესრჩევებსა და მოგზაურობის კადრებს.

გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრე მან ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: „ეს წელი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ მე უკვე სამუდამოდ მადლობელი ვარ ამ 2023 წლისთვის“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *