გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, დაღუპულია 35 წლამდე ქალი, რომელიც საჭესთან იჯდა. ასევე, დაშავებულია მგზავრი, ის 15 წლამდე მოზარდია.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.