ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ღრმა მწუხარებით იზიარებს ქ. გალის მე-2 საშუალო სკოლის მასწავლებლის ქალბატონ ნანა ქულავას, მისი მეუღლის ჯემალ ქანთარიას, და- ძმის თემურ და ვიკა ქანთარიების, ნათესავების, ახლობლების, კლასელების, მეგობრების, კოლეგების, თანაქალაქელების უდიდეს მწუხარებას თენგიზ ქანთარიას დაღუპვის გამო. დასანანია, ასეთი კარგი, წარმატებული, ჭკვიანი, პერსპექტიული ახალგაზრდა რომ დაკარგა ჩვენმა ქალაქმა,რაიონმა, მთელმა საქართველომ…ნათელში განისვენე თენგიზ…” – წერს ნონა შონია.
თენგიზ ქანთარია იყო აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერი, ქიმიის დოქტორი.