ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა.
ოთხი მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელში დასეტყვილია ერთწლოვანი კულტურები და ხეხილის ბაღები.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვისგან მიყენებულ ზიანის დადგენა ღამის განმავლობაში შეუძლებელია.
„ასე თხუთმეტ წუთს მაინც ყრიდა მსხვილ მარცვლებს, თითქოს ყველაფერი ინგრეოდა. ხეხილი სულ განადგურებული იქნება, ახლა ღამეა და არ ჩანს. ხვალ ვნახავთ, რა ზიანი მოგვაყენა“, – თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
მოსახლეობასთან მუშაობენ სოფლებში მუნიციპალიტეტების მერების წარმომადგენლები, რომლებიც სტიქიით მიყენებული ზიანის დადგენას, მოსახლეობასთან ერთად, დილიდან დაიწყებენ.