თბილისში, ავლაბარში, მარტყოფის ქუჩაზე მდებარე 98-ე საჯარო სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
უკავშირდებოდა თუ არა სკოლაში ჩატარებული შესაბამისი მოქმედებები ტელეგრამარხებში გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს ამაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. სამართალდამცველებმა 98-ე სკოლაში მუშაობა უკვე დაასრულეს.
საქართველოს პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, მუქარის შემცველ შეტყობინენებთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები ატარებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას.