ბევრს არ მიუქცევია ამისთვის ყურადღება, არადა ეს ბურთულიანი კალმისტარი ყველასთვის ნაცნობია. მაგრამ ბევრი როდი დაფიქრებულა, რატომ არის ზუსტად ასეთი. 1991 წელს კომპანია BIC-მა მსოფლიოს წარუდგინა დიზაინერული გადაწყვეტილება, რომელიც უმრავლესობისთვის შეუმჩნეველი დარჩა: მათი ზეპოპულარული საწერკალმების Cristal Pen-ის თავსახურის წვერზე პატარა ნახვრეტი გაჩნდა. ბევრს არ მიუქცევია ამისთვის ყურადღება, არადა, ამ სიახლემ ძალიან ბევრი – ასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა. და კიდევ – შედარებით ნაკლები ზრდასრული ადამიანის… ყოველწლიურად.
ბავშვებს უყვართ ამ ნივთის ”გემოს გასინჯვა”, ისევე, როგორც ბევრი სხვა საგნის. უფროსებსაც აქვთ თავსახურის ღრღნის ჩვევა, როცა ფიქრობენ ან ნერვიულობენ. არადა, თუ შემთხვევით გადაგეყლაპათ (რაც თურმე ძალიან ხშირია და ბავშვების შემთხვევაში, მშობლებს დიდი ყურადღება მართებთ), შეიძლება სწრაფად მოხვდეს ტრაქეაში და სუნთქვა შეაჩეროს. ხვრელი თავსახურში ადამიანს საშუალებას აძლევს, ჟანგბადის საჭირო დოზა მიიღოს სასწრაფოს ადგილზე მისვლამდე.
ეს გადაწყვეტილება კალმების მწარმოებელმა თითქმის ყველა ბრენდმა გაიზიარამ ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტმა კი მათი წარმოების რეკომენდაციაში შესწორებები შეიტანა.
”კარგი დიზაინი მაშინვე გხვდება თვალში. საუკეთესო დიზაინი კი შეუმჩნეველია” – ეს ციტატა ამ შემთხვევაში მართლაც აქტუალურია.
და კიდევ: სხვათა შორის, სწორედ ამ მიზეზის გამო აქვს ჩუპა-ჩუპის ჯოხს ხვრელი.