„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
„ნაპოლიმ პირველ მოედანზე ივარჯიშა. პარტენოპეი ემპოლისთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელიც შაბათს არის ჩანიშნული. ფეხბურთელებმა პატარა მოედანზე მატჩი გამართეს და ვარჯიში ტაქტიკურ საკითხებზე მუშაობით დახურეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟუან ჟეზუსმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს“, – წერია „ნაპოლის“ განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია, კერძოდ, გასტროენტერიტი დაუდგინდა, რის გამოც, ვარჯიში გამოტოვა.
ვირუსული გასტროენტერიტი არის ნაწლავების ინფექცია, რომელსაც ახასიათებს წყლიანი ხასიათის ფაღარათი, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა, პირღებინება და ხანდახან ტემპერატურის მომატება.