სცენაზე გასვლის წინ დაეცა და გონება დაკარგა, სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს” – რა მოუვიდა ყველასათვის საყვარელ მსახიობს – დეტალები

გეგე სულხანიშვილის ინფორმაციით, მსახიობ ვანო იანტბელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ახლა მკურნალობის კურსს გადის. თელავის თეატრის მსახიობს დაახლოებით ორი თვის წინ, მოულოდნელად ანევრიზმა გაუსკდა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის.

“სამტრედიაში იყო ვანო ღონისძიებაზე, როდესაც მოულოდნელად გონება დაკარგა. დათო დვალიშვილმა მითხრა, სცენაზე გასვლის წინ, მელაპარაკებოდა, მოულოდნელად დაეცა და გონება დაკარგაო. გაირკვა ანევრიზმა გაუსკდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში.

დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა ეს. მანამდე არასოდეს უთქვამს რამე თუ აწუხებდა. როდესაც კლინიკაში შეიყვანეს, ოპერაცია გაუკეთეს, შემდეგ წამლები დაუნიშნეს, რომელმაც ალერგია მისცა გამოწერის შემდეგ და ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა სახლში არის, უკეთ არის. როცა ვურეკავ და ვესაუბრები, შესაძლოა ორი-სამი სიტყვა გაეჭედოს, ექიმები ამბობენ, რომ მალე სრულად გამოჯანმრთელდება და აღდგება მისი ორგანიზმი”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” გეგე სულხანიშვილმა.

პრაიმტაიმი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *