2024 წლის 8 აპრილს მზის სრული დაბნელება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაიწყება, შემდეგ კი ის ჩრდილოეთ ამერიკას, მექსიკას, შეერთებულ შტატებს და საბოლოოდ კანადას გადაკვეთს. იგი 4 წუთსა და 28 წამს გაგრძელდება. შემდეგი დაბნელება მხოლოდ 2026 წელს მოხდება და ის ძირითადად ატლანტის ოკეანეში იქნება ხილული.
რა უნდა ვიცოდეთ მზის დაბნელების შესახებ
მზის დაბნელება — ბუნებრივი მოვლენა, ხდება მთვარის მოხვედრისას მზესა და დედამიწას შორის, რის გამოც დედამიწაზე მყოფებისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია. დაბნელება შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული.
მისი სისრულე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოს იმყოფება მთვარე დედამიწასთან. ნაწილობრივი მზის დაბნელების დროს მთვარე იმყოფება დედამიწიდან მაქსიმალურ მანძილზე, ამიტომ ის მზეზე პატარა ჩანს და მთლიანად არ ფარავს მას.
ამ ფენომენს გვერდითი ეფექტები მაინც აქვს. აღინიშნება, ტემპერატურის კლება, ცხოველებისა და ჩიტების ქცევის ცვლილება. გარდა ამისა, მზის უეცარი დაბნელება და შემდეგ გამონათება მცენარეებზე უჩვეულო გავლენას ახდენს.
მზის დაბნელებაზე დაკვირვება შეგიძლიათ მხოლოდ სპეციალური, ძალიან მუქი სათვალეებით ან სპეციალისტების მიერ რეკომენდებული სხვა მოწყობილობებით – წინააღმდეგ შემთხვევაში მხედველობა შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს.
რაც შეეხება დაბნელების ხანგრძლივობას, თითოეულ ადგილას ის განსხვავებული. ასტრონომების აზრით, ერთ ადგილას დაბნელების თეორიული მაქსიმალური ხანგრძლივობა 7 წუთი 32 წამია.
წყარო: Tia.Ge