ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მაშველებმა თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.
დაღუპული 48 წლის დიტო გოგოლაძეა.
გოგოლაძე, რომელიც სპორტსმენი იყო და ბურანის მართვის გამოცდილებაც ჰქონდა, მეგობრებთან ერთად, ბურანების ტურში იმყოფებოდა, რა დროსაც მთიდან თოვლის მასა მოწყდა და ახალგაზრდა კაცი მოიყოლა.
შემთხვევა, 28 მარტს, დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა. 5-კაციანი ჯგუფიდან თოვლის მასას თავი 4-მა დააღწია.