ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია სხვადასხვა ინტერვიუში ხშირად ამბობს, რომ მის დიდ წარმატებაში ოჯახს უდიდესი წვლილი მიუძღვის. გთავაზობთ ფრაგმენტს, სადაც ის დედაზე, მაკა ლუკავაზე საუბრობს.
„ვარჯიშზე ყოველთვის, თითქმის ყოველთვის დედას დავყავდი… მამაჩემი მწვრთნელი იყო, დროც არ ჰქონდა…
თოვლში, წვიმაში, სულ დედასთან ერთად დავდიოდი, დამყვებოდა, სულ ჩემს გვერდით იყო. დედამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში. ძალიან მიყვარს…“ – თქვა კვარაცხელიამ ერთ-ერთ ინტერვიუში.