სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს დეიდის გარდაცვალებას უსამძიმრებს. ლიანა შეწირული 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიას.
„ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე)
მიიღეთ ჩვენი სამძიმარი გამზრდელი დეიდის, ქალბატონ მერის, გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა მან სავანე მართალთასა დაიმკვიდროს და წიაღსა შინა აბრაამისა განისვენოს.
პატივისცემით,
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
ქალბატონ ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო
ქალბატონი ლიანა შეწირული 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიას. ამ ხნის მანძილზე მან შეძლო, ეს სასწავლებელი არა რიგით პირველ, არამედ, ფაქტიურად, ღირსებით პირველ სკოლად ქცეულიყო, რადგან თავად იყო გამორჩეული ლიდერი, სითბოს, ნიჭიერების, თავდადებული მოღვაწეობისა და მრავალი სხვა ღირსების მქონე პიროვნება, რომელმაც მომავალ თაობათა აღზრდაში წარუშლელი კვალი დატოვა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქ.ნ ლიანა ერთ-ერთი პირველი იყო, იმითაც, რომ მისი მონდომებით პირველ კლასიკურ გიმნაზიაში 80-90-იან წლებში აღდგა ისტორიული სამლოცველო და რელიგიის ფაკულტატურული სწავლება, რაც უჩვეულო მოვლენა იყო მაშინდელი სკოლებისათვის.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს ქ.ნ ლიანა შეწირულისთვის სულიერი შეწევნის ძალა.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.