ჩვენი გუნდი უკვე მოედანზეა – რა ხდება “დინამო არენაზე” მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე: პირველი კადრები

ერთ სა­ათ­ში, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩი და­ი­წყე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი “ერთა ლი­გის” ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი გუნ­დი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი F ჯგუფ­ში ითა­მა­შებს, სა­დაც მისი მე­ტო­ქე­ე­ბი თურ­ქე­თის, პორ­ტუ­გა­ლი­ის და ჩე­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ევრო 2024 14 ივ­ნი­სი­დან 14 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.”მო­სამ­ზა­დებ­ლად და ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად საკ­მაო დრო გვქონ­და, ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი მზა­დაა. ბოლო ვარ­ჯი­ში დაგ­ვრჩა, სა­დაც ტაქ­ტი­კურ დე­ტა­ლებს გა­ვივ­ლით. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე სა­უ­ბა­რი არ მიყ­ვარს, რად­გან თა­ვად ბევ­რი გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი

ძი­რი­თა­დი 11-ეული ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა – მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, კა­შია, კვერ­კვე­ლია, დვა­ლი, შენ­გე­ლია, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, კი­ტე­იშ­ვი­ლი, ჩაკ­ვე­ტა­ძე, ზივ­ზი­ვა­ძე, კვა­რა­ცხე­ლია

სა­თა­და­რი­გო­ზე: ლო­რია, გუ­გე­შაშ­ვი­ლი, გვე­ლე­სი­ა­ნი, ლო­ჩოშ­ვი­ლი, ნი­ტა­იშ­ვი­ლი, კან­კა­ვა, გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი, ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი, კვე­კეს­კი­რი, ქვი­ლი­თა­ია, მი­ქა­უ­ტა­ძე, და­ვი­თაშ­ვი­ლი

ნა­ხეთ უახ­ლე­სი კად­რე­ბი დი­ნა­მო არე­ნა­დან – ფო­ტო­ე­ბი: “ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *