როდის დაასრულებს კარიერას ილია თოფურია? – ჩემპიონის პასუხი

ილია თოფურიამ უკანასკნელად ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ რადიოსთან პოდკასტი ჩაწერა, სადაც მან მის მომავალზე ისაუბრა. ცნობილი ფაქტია, რომ თოფურიას მიზანი ქვემსუბუქიდან, მსუბუქ წონაში ასვლა და მეორე ქამრის მოპოვებაა. ამის გამო, მისი თავდაპირველი სამიზნე ისლამ მახაჩევი გახლდათ, მაგრამ ისლამს ჩხუბი იანვარში, ახალქალაქელ მებრძოლთან – არმან ცარუკიანთან ჩაენიშნა.

სწორედ ამ მიზეზის გამო, ილიამ ბრაზილიელი ყოფილი ჩემპიონი გამოიწვია და მთლიანობაში შეეხო მის სამომავლო კარიერას.

“მე ჯერ 27 წლის ვარ, 30 წლის ასაკში ამ ყველაფერს შევეშვები. ამჟამად, ჩემს დივიზიონში აღარ მაქვს იმის მოტივაცია, რომ ქამარი დავიცვა. ახლა, მე მსურს, რომ წონითი კატეგორია შევიცვალო და ვნახო როგორ განვითარდება მოვლენები” – განაცხადა ილიამ პოდკასტში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *