11 პირადი ნივთი, რომელიც ახლობლებსაც არ უნდა ათხოვოთ

კვლევის მიხედვით, ყურსასმენების ხშირად გამოყენება ყურში ბაქტერიების გამრავლების შანსს ზრდის, რამაც შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს. ჯანმრთელობის დასაცავად, უმჯობესი იქნება, გარკვეული ნივთები მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გადადოთ და არავის ათხოვთ.

არსებობს ნივთები, რომელთა რამდენიმე ადამიანის მიერ გამოყენებაც არაჰიგიენურია, მაგალითად კბილის ჯაგრისი, საცვალი და ა.შ. სტატიაში გთავაზობთ 11 ნაკლებად ცნობილ ნივთს, რომელთა სხვისთვის თხოვებაც რეკომენდებული არაა.

1. საყურეები

ყურში ბევრი სისხლძარღვი გადის, ამიტომაც სხვისი საყურის ტარებით დაინფიცირება ძალიან მარტივია. თუ ახლობლის საყურის ტარებას გადაწყვეტთ, პირველ რიგში ის ალკოჰოლით, სპირტით ან წყალბადის ზეჟანგით გაწმინდეთ.


2. მკვნეტარა

ვერ ვხედავთ, მაგრამ ადამიანის ფრჩხილებზე უამრავი ვირუსი, ბაქტერია და სოკოვანი მიკროორგანიზმი არსებობს. ასე რომ, ჩვეულებრივი მკვნეტარაც შეიძლება გახდეს ინფექციის გადამტანი. თავის დაზღვევის და ჰიგიგენის დაცვის მიზნით ეცადეთ, არ იხმაროთ სხვისი მკვნეტარა!

3. ტუჩის ბალზამი

სხვისი პომადის ან ტუჩის ბალზამის ხმარების გამო შესაძლოა ჰერპესი გაგიჩნდეთ ან ინფექცია შეგეჭრათ. მაშინაც კი, თუ ესა თუ ის ადამიანი ჯანმრთელად გამოიყურება, ნუ გარისკავთ!

4. წარბის პინცეტი

თუ სხვის პინცეტს რამდენიმე ზედმეტი თმის ღერის ამოსაღებად გამოიყენებთ, პრობლემა არაა, მაგრამ თუ მას ჩაზრდილი თმის ამოსაღებად მოიხმართ, შესაძლოა პინცეტი ისეთი სერიოზული დაავადების გადამტანი გახდეს, როგორიც C ჰეპატიტია. თუ სხვა გზა არ გაქვთ და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სხვა ადამიანის პინცეტი, გაწმინდეთ ის ალკოჰოლით.


5. ბურთულიანი დეზოდორანტი

ბურთულიან დეზოდორანტს სერიოზული დაავადებების გადატანა შეუძლია, განსაკუთრებით კი თუ ის პარსვის შემდეგ დარჩენილ პატარა ჭრილობებს შეეხება. ამიტომაც ყოველთვის იყიდეთ ანტიბაქტერიული დეზოდორანტი და არასდროს ათხოვოთ სხვას.

image

6. საპონი

საპონზე მიკროორგანიზმები (როგორც უვნებელი ბაქტერიები, ასევე სახიფათო ვირუსები) ყოველი გამოყენების შემდეგ რჩება. სველი გარემო მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის სასარგებლო პირობებს ქმნის, ამიტომაც ეცადეთ, სასაპნე სველი არ იყოს. ინფექციის რისკის შესამცირებლად, გამოიყენეთ თხევადი საპონი.

image

7. სავარცხელი

არასდროს ათხოვოთ სავარცხელი სხვას და არც სხვისი გამოიყენოთ. ეს ზრდის ისეთი პარაზიტების გადადების რისკს, როგორიცაა ტილი, სკაბიესი (კანის პარაზიტული დაავადება) და ინფექციები. თუ მაინც მოგიწევთ სხვისი სავარცხლის გამოყენება, გაწმინდეთ ის დეზინფიცირებადი საშუალებით.

image

8. პირსახოცი

პირსახოცი მიკრობების გამრავლებისთვის კარგ პირობებს ქმნის, განსაკუთრებით მაშინ, თუ სააბაზანოში, სინესტეში კიდია. თუ პირსახოცი აშმორებულია (ცუდი სუნი ასდის), ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე ობმა ან ბაქტერიებმა დაიდო ბინა. ასეთი პირსახოცის ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს აკნე, გამონაყარი ან ანთება. ამის თავიდან ასაცილებლად ყოველთვის გარეცხეთ პირსახოცი 4-5 გამოყენების შემდეგ და შეინახთ მშრალ ადგილას.

image

9. ტანის ჯაგრისი

ტანის ჯაგრისი გამოყენების შემდეგ სრულად თითქმის ვერ შრება, ამიტომაც მასში უფრო დიდია იმავე მიკრობების გამრავლების რისკი, რისიც პირსახოცზე. ეცადეთ, გააშროთ ტანის ჯაგრისი, არავის ათხოვოთ და გაანიაოთ სააბაზანო.

image

10. მაკიაჟის ფუნჯები

ეცადეთ, არავის ათხოვოთ ისეთი მაკიაჟის პროდუქტები, რომლებსაც შეხება აქვს სხეულის გამონაყოფებთან, მაგალითად ცრემლთან, ცხვირის გამონადენთან, ნერწყვთან, სისხლთან და ფერიმჭამელებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ არავის ათხოვებთ თვალის ლაინერს, თვალის ჩრდილებს, ტუშს, კონსილერს, ტონალურსა და პომადას. ასევე, არავის ათხოვოთ მაკიაჟის ფუნჯები და არ გამოიყენოთ მაკიაჟის მაღაზიებში არსებული ტესტერები (სინჯები).

image

11. ყურსასმენები

სხვისი ყურსასმენების გამოყენებამ შესაძლოა ყურში ბაქტერიები გაამრავლოს. რისკი კიდევ უფრო იზრდება, თუ მას ვარჯიშისას გამოიყენებთ, რადგან გამოყოფილი ოფლი კიდევ უფრო საშიშია. სხვის ყურსასმენებს თუ გამოიყენებთ, მზად იყავით, რომ შეიძლება გადაგედოთ ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი, რაც, თავის მხრივ, ინფექციებს იწვევს. თუ მაინც მოგიწევთ სხვისი ყურსასმენების გამოყენება, გაწმინდეთ ის ალკოჰოლიანი ბამბით.

image

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *