ახლახან უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი გარდაიცვალა – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს პოსტს, სადაც ვკითხულობთ, რომ 23 მარტს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, სქემარქიმანდრიტი საბა (კარელიძე) გარდაიცვალა.“
▪️სამძიმარი▪️
⛪️ 2024 წლის 23 მარტს გარდაიცვალა გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, სქემარქიმანდრიტი საბა (კარელიძე).▪️სქემარქიმანდრიტი საბა დღეს საღამომდე დასვენებული იქნება გორის საკათედრო ტაძარში. ლოცვის შემდეგ იგი გადასვენდება კვერნაკის სასაფლაოსთან მდებარე სამების სახელობის ტაძარში, ხოლო ორშაბათს, 2024 წლის 25 მარტს დაიკრძალება ამავე სასაფლაოზე.▪️მწუხარებას გამოვთქვამთ სქემარქიმანდრიტ საბას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ გორისა და ატენის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.▪️უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.▪️გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული სქემარქიმანდრიტი საბა.” – ვკითხულობთ განცხადებაში.