როდიდან გაიყიდება და რა ეღირება საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთები

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება. სწორედ აღნიშნული საფინალო თამაში გადაწყვეტს, ევროპის ჩემპიონატზე რომელი გუნდი იასპარეზებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება, ონლაინ ბილეთების გაყიდვა კი 23 მარტს, 12:00 საათიდან დაიწყება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას კი თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ: ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში – მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *