მერაბ დვალიშვილის ერთ-ერთი სპონსორი კომპანიის წარმომადგენელი გიორგი კიკნაძე საინტერესო ისტორიას იხსენებს, რომელიც დვალიშვილსა და სეხუდოს უკავშირდება.
„ბრძოლის მეორე დღე. სეხუდო მივიდა მერაბთან და გამარჯვება მიულოცა შემდეგი სიტყვებით:მერაბ, ძმაო, ნამდვილი ჩემპიონი ხარ. შენ დაიმსახურე გამარჯვება. ქამარი ნამდვილად შენ გეკუთვნის!“ – წერს გიორგი კიკნაძე.
ცნობისთვის, ჰენრი სეხუდოსთან გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს.
სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში, დვალიშვილი ამერიკელ შონ ო’მალისა და ეკვადორელ მარლონ ვერას შორის გამარჯვებულს შეხვდება.