ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისფერდთან მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და რკინიგზის წარმომადგენლები.
„პრაიმტაიმს“ როგორც რკინიგზაში განუცხადეს, მატარებელში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.
„ოზურგეთი-თბილისის მატარებლის პირველი ვაგონი აცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა.