საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე ჩაქრა მოულოდნელად, უცხო მიწაზე… როგორ უცბად გიმუხთლა ამ დაუნდობელმა წუთისოფელმა, მეხის გავარდნას ჰგავდა, ჩემო რუსო… როგორ მენანები, მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული მშობლიური მიწა,“ – წერს გარდაცვლილის ახლობელი.