საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მექსიკაში ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაციას და აცხადებს, რომ კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან და გატაცებული მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს.
“საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით” – განუცხადეს “პრაიმტაიმს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვართან მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა. არსებული ინფორმაციით, ისინი სამი დღეა ტყვეობაში იმყოფებიან. გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ.