ქუთაისში, “მწვანე ყვავილას” პანთეონში, სამ სხვადასხვა საფლავში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები და ბოქლომები იპოვეს.
სურათები და ბოქლომები მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთ-ერთ სასაფლაოზე გარდაცვლილის ოჯახმა შეამჩნია, რომ მიწა უსწორმასწოროდ იყო, რის შემდეგაც საფლავში 20-მდე ადამიანის ფოტოები და ბოქლომები ნახეს.
ფოტოებზე გამოსახული ადამიანები ქუთაისში ცნობილი პირები არიან. ვინ ან რა მიზნით დამარხა სურათები, უცნობია.