აფეთქება თბილისში – სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე.