როგორ გავიზომოთ არტერიული წნევა აპარატის გარეშე – ეს მეთოდი ყველგან გამოგადგებათ!

image

ტონომეტრი ანუ არტერიული წნევის საზომი აპარატი დღეს ალბათ ყველა ოჯახში მოიძებნება. თუმცა ხშირია ხოლმე შემთხვევები, როცა სამსახურში ვგრძნობთ თავს ცუდად ან კიდევ აპარატი სულ რამდენიმე დღის წინ გაგვიფუჭდა და ახლის ყიდვა ვერ მოვასწარით… მოკლედ, ყოველთვის, როცა წნევის გაზომვა გვჭირდება და ხელთ ტონომეტრი არ გვაქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი დიდი ხნის გამოცდილი და საკმაოდ საიმედო მეთოდი.

image

ამისთვის საკმარისია გვქონდეს სულ სამი, ძალიან ჩვეულებრივი საგანი – ჩვეულებრივი საკანცელარიო სახაზავი, ძაფი და ჭანჭიკი.

image



ავიღოთ სახაზავი – მნიშვნელობა არა აქვს პლასტმასის იქნება, ხის თუ რკინის. დაგვჭირდება ასევე ჩვეულებრივი ჭანჭიკი ან ბეჭედი. ჭანჭიკს/ბეჭედს მოვაბათ ჩვეულებრივი თოკი, დაახლოებით 20 სმ-ის სიგრძის.
დავჯდეთ მოხერხებულად, მაგიდაზე დავდოთ წინ გამოწეული ხელი (როცა საკუთარ თავს ვუზომავთ წნევას, უფრო მოხერხებულია თუ გავზომავთ მარცხენა ხელზე). უმჯობესია, თუ ტანსაცმლის სახელოს ხელიდან მოვიცილებთ.
ხელზე ვიდებთ სახაზავს ისე, რომ დანაყოფების დასაწყისი იდაყვის მოხრის ადგილს ემთხვეოდეს.

image

მეორე ხელით ვიღებთ ძაფზე დაკიდებულ ჭანჭიკს/ბეჭედს, მივიტანთ ჭანჭიკს სახაზავის დასაწყისში და ხელს ვამოძრავებთ, ძალიან ნელა, მაჯის მიმართულებით, სახაზავის გასწვრივ ისე, რომ არ ვეხებით მას.

image

ვსუნთქავთ თავისუფლად, არ ვიძაბებით, ყურადღებას არ ვფანტავთ და არ ვსაუბრობთ. მოძრაობა უნდა იყოს ნელი და თანაბარი.გარკვეულ მომენტში ჭანჭიკი უეცრად გამოცოცხლდება, და დაიწყებს რხევას.

image

დავაკვირდებით, სახაზავის რომელ ნიშნნულზე დაიწყო ჭანჭიკმა მოძრაობა. სწორედ ეს არის ჩვენი წნევის მაღალი ნიშნული. მაგალითად, თუ ჭანჭიკი ამოძრავდა 12 სმ-ის ნიშნულზე, ესე იგი, ჩვენი წნევა არის 120 ერთეული.
ახლა კი სახაზავს ვდებთ პირიქით, ათვლის წერტილს მაჯასთან ვათავსებთ და ჭანჭიკიც მაჯიდან იდაყვის მიმართულებით მოგვაქვს. ნიშნული, რომელზეც ჭანჭიკი დაიწყებს რხევას, შეესაბამება ჩვენი წნევის ქვედა მაჩვენებელს, მაგლიათდ, თუ რხევა დაიწყება 7 სმ-ზე, ე.ი. ჩვენი წნევის ქვედა ნიშნულია 70, ანუ საბოლოო ჯამში, წნევა გვქონია 120/70 – როგორც ამბობენ, კოსმონავტის წნევა!
იგივე მეთოდით შეიძლება წნევა სხვასაც გავუზომოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *