როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩინებულ ფორმაშია.
23 წლის ფეხბურთელმა “ტორინოს” წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და კარიერის შეხვედრა ჩაატარა.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაპოლიმ” კვარაცხელიას 150 მილიონი ევრო დაადო.
“პარტენოპეის” არ უნდა, რომ ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა და ვიქტორი ერთდროულად დაკარგოს.
ცნობისთვის, კვარამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
არ ენდო კვარა ლავრენტას.დროზე გაექეცი აფერისტი და მაფიოზა ლავრენტას.