„თბილისში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 10 – 15%-ით გაძვირდა და კვლავ გაძვირდება 2025 წლისათვის“, – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.
“თბილისში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 10 – 15 % ით გაძვირდა და კვლავ გაძვირდება 2025 წლისათვის.
მიზეზები:
1️⃣ მიწის ფასი გაძვირდა საშუალოდ 20% – ით.
2️⃣ დაქირავებითდასაქმებულთა ანაზღაურება გაძვირდა საშუალოდ 30% – ით.
3️⃣ სამშემებლო ინვენტარი და მასალები გაძვირდა საშუალოდ 20% – ით.
4️⃣ სახანძრო უსაფრთხოების 2024 წლის დადგენილებით სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯი გაძვირდა საშუალოდ 20% – ით. 5️⃣ ეროვნული ბანკის რეგულაციებით ბიზნესს საკრედიტო ხაზი გაუძვირდა რამაც სარეალიზაციო ფასი გაზარდა საშუალოდ 10% – ით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით თბილისში 1 კვ მეტრი უძრავი ქონების ფასი (თეთრი კარკასი) შეადგენს 1000-1200 USD.
2025 წლისათვის თბილისში 1 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი იმერყევებს 1100-1400 USD ფარგლებში”, – წერს ეკონომისტი.