თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მეორე ადამიანიც დაიღუპა. როგორ ცნობილი გახდა, დაღუპული ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის სასკოლო ავტობუსის მძღოლი გაგი კლდიაშვილია.
შეგახსენებთ, რომ ავარია დღეს, 7 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.
ინფორმაციას “მეგა TV” ავრცელებს