მეტას” პლატფორმების გათიშვას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მინდია გაბაძე ეხმიანება:
“ამ სიცილში ძალიან სერიოზული ხარვეზი გაიპარა. რამდენად მასშტაბურია, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ორი-სამი შემთხვევა არ იქნება. ამიტომ ფრთხილად.
ფეისბუქის აღდგენის შემდეგ, აპლიკაციამ, ჩემი ექაუნთის გარდა, შესვლა შემომთავაზა ერთი მეგობრის ექაუნთში(რომელსაც ჩემი ტელეფონი არასდროს გამოუყენებია), და ცუკერბერგი (AKA ზაკერბერგი) არ გაგიწყრეთ, უპაროლოდ, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შევედი. და თურმე არამხოლოდ მე. იმავე ექაუნთში შევიდა კიდევ სხვა ადამიანიც.არის ვარაუდი, რომ ეს ხარვეზი დაკავშირებულია საერთო გვერდის ადმინებთან. თუმცა არაა ჯერ დაზუსტებული რაც ვნახე. არც პაროლის შეცვლამ უშველა; არც საერთო ფეიჯიდან ჩახსნამ.
მხოლოდ ექაუნთში დაფიქსირებული გაჯეტების წაშლით მოახერხა შეეწყვიტა წვდომა ჩვენ ტელეფონებთან. მოკლედ, ყურადღებით იყავით. Black Mirror არ გეგონოთ, ძალიან რეალური საფრთხეა”– წერია პოსტში.