Meta-ს სპიკერმა, ენდი სტოუნმა X-ზე (ყოფილი “თვითერი”) პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც სოციალური მედიის პრობლემას გამოეხმაურა: “ვიცით, რომ ხალხს ჩვენს სერვისებზე წვდომა უჭირთ. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ამის გამოსწორებაზე”
.უკვე ერთი საათია, რაც Facebook-ის, Instagram-ისა და Messenger-ის მომხმარებლებს პლატფორმებზე წვდომა საერთოდ შეუწყდათ. პრობლემა მთელი მსოფლიოს გარშემო ფიქსირდება
Facebook-ის გათიშვის შესახებ უკვე 300 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა.
აპლიკაციებში პრობლემები, ჩვენი დროით, დაახლოებით 19: 20 საათიდან დაფიქსირდა. ანგარიშზე წვდომა არა მხოლოდ ვებსაიტზე, არამედ მობილურის აპლიკაციებშიც შეწყვეტილია.