2 მარტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულებს შორის არიან საზანოში მცხოვრები კაცი, მისი ქალიშვილი და გოგონას მეგობრები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასულები
მაშველებმა გადაარჩინეს ერთი გოგონა, რომელიც დაღუპული მამაკაცის მეორე ქალიშვილი იყო
გადარჩენილი ანა რობაქიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ასე გადაწყვიტა სამყარომ, ჩემი მოკვლა”.