აი, რას ნიშნავს მუსლიმების მიერ მაღლა აღმართული საჩვენებელი თითი

ტელევიზორის ან ინტერნეტის საშუალებით მუსლიმების მიერ მაღლა აღმართულ საჩვენებელ თითს ერთხელ მაინც ნახავდით, და თუ აღნიშნულ ჟესტს ჩვენთვის მხოლოდ მინიშნების მნიშვნელობა აქვს, მუსლიმებისთვის მას სრულიად განსხვავებული დატვირთვა ენიჭება. რაზეა საუბარი?

ჟესტის წარმოშობა

ისლამს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა რელიგია ეწოდოს, რომელმაც სხვა სარწმუნოების ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეითვისა. სწორედ ეს ჟესტი გახლდათ ნასესხები ხმელთაშუა ზღვის წარმართებისგან. ბერძნებში ეს ღმერთებთან მენტალურ კავშირს ნიშნავდა, ხოლო თუ აღორძინების ეპოქას მივუბრუნდებით, მაშინ რაფაელის, და ვინჩისა და სხვა გამოჩენილი ოსტატების ქანდაკებისა და ფერწერის ნამუშევრებში მაღლა აწეული საჩვენებელი თითით გამოსახულ გმირებს აუცილებლად ვიხილავთ. თითის ცისკენ აღმართვა მიუთითებს ადგილს, სადაც უკვდავი ღვთაებები ცხოვრობენ, მაგრამ ისლამი, როგორც მოგეხსენებათ, მონოთეისტური რელიგიაა, ამიტომ მას ამ ჟესტის საკუთარ ტრადიციებში იგივე მნიშვნელობით ჩასმა არ შეეძლო. თითის აწევით მუსლიმები ერთღმერთიანობას ადასტურებენ. ჟესტი სიმბოლოა იმისა, რომ ალაჰის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს. თითის აწევით, მუსლიმები ხშირად კითხულობენ შაჰადას “ლა ილაჰა ილალაჰს”. ამ ლოცვის კითხვა მოწმობს რწმენას ერთი ალაჰისა და მისი წინასწარმეტყველის მუჰამედის მიმართ.

ვაჰაბიზმი და სხვა მიმდინარეობები

ამ ჟესტს ყველა მუსლიმი არ იყენებს. ყველაზე მეტად ის ვაჰაბისტებშია პოპულარული. ტრადიციონალისტი მუსლიმები ეწინააღმდეგებიან ვაჰაბიზმს და თვლიან, რომ ეს ჟესტი სატანის თაყვანისცემაა, სხვები კი ამტკიცებენ რომ ეს მასონთა ჟესტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *