„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ეზოტერიკოსი, გოგა მანია თურქეთში მოწამლეს. მას წამალი სასმელში ჩაუყარეს.
როგორც სანდრო წყარო გვიყვება, ეზოტერიკოსი მალევე მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა და თავს უშველა.
„თურქეთში, გოგას სასმელში ჩაუყარეს წამალი და მისი მოწამლა სცადეს. ცუდად იგრძნო თავი და მალევე უშველა თავს“,- გვიყვება სანდო წყარო.
ჩვენ დავუკავშირდით გოგა მანიას. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამბავი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ამ თემაზე საუბარი არ სურს.