ათენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამოფრენილი თვითმფრინავი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია, თუმცა თბილისის აეროპორტში დეტალებს არ განმარტავენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის „პრაიმტაიმი“ ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებას ცდილობს.