კვარა ჰარი პოტერის სტილში – რა ფოტო მიუძღვნა “La Gazetta”-ამ კვარას

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 27-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდა და “სტადიო დიეგო მარადონაზე” 2:1 სძლია. ქართველმა სუპერვარსკვლავმა თავი ანგარიშის გამხსენილი გოლით გამოიჩინა და იტალიური მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ცნობილმა გამოცემამ, “La Gazzetta Dello Sport”-მა კვარას ფოტო მიუძღვნა, სადაც ის ჰარი პოტერთანაა შედარებული: “კვარაცხელიას მარჯვენა ფეხმა ნეაპოლელებს “იუვესთან” უპირატესობას მიანიჭა: ქართველის მეცხრე გოლი სერია ა-ში”, – წერს გამოცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *