რატომ არის მავნებელი სოსისი და ძეხვი?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ წელს გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ჯანმრთელობის გაუარესების რისკებთან შეადარა ერთმანეთს დამუშავებული ხორცპროდუქტები (სოსისი, ძეხვი და სხვა) და სიგარეტისა და აზბესტის გამოყენება.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დამუშავებული ხორცი მნიშვნელოვნად ზრდის ნაწლავების კიბოს რისკს და ამიტომ მოგვიწოდებენ მნიშვნელოვნად შევზღუდოთ მათი გამოყენება. მათივე გაფრთხილებით, დღეში მხოლოდ 50 გრამი დამუშავებული ხორცპროდუქტის მიღებაა რეკომენდებული.

image

რატომ არის მავნებელი სოსისი და ძეხვი?

მანამ, სანამ მათ მავნებლობაზე გვესაუბრებიან, ექსპერტებმა შეგვახსენეს, რომ ცხოველები, რომელთა ხორციც ამ პროდუქტებში გამოიყენება, იზრდებიან უმოძრაოდ კვების რეჟიმში, რის გამოც მათი ხორცი ქონით სავსე- ღია ფერისაა, კონსისტენცია კი ფხვიერია. თუ ცხოველები იკვებებიან ბალახით, სიმინდით, ცილოვანი დანამატებით და ცხოვრობენ საძოვრების გამოყენებით, მათი ხორცი მაინც და შეიძლება ითქვას უფრო მეტად ცხიმოვანი და მავნეა. (ნაგულისხმებია ამ ხორცის დამუშავებით პროდუქტების შექმნა)
ცხოველების დაკვლის შემდეგ ძვლისა და კანის ცხიმის მაქსიმალური გამოწვილვა ხდება, რაც შემდეგ ემატება ფარშირებულ ხორცს, რათა მეტად წვნიანი და ნოყიერი იყოს პროდუქტი. გარდა ამისა, გამოიყენება ასევე პალმის ზეთი, რომელიც საგრძნობლად ცვლის ფარშის სტრუქტურას და ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის შემქმნელი ხდება. არადა, ბუნებრივი სახით პალმის ზეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო (ბედის ირონია).

ნატრიუმის ნიტრატი მავნე კონსერვანტია, რომელიც ფარშს ორი მიზეზის გამო ემატება: პირველი იმიტომ, რომ ის ბუნებრივი ცხიმის ელფერს ტოვებს და ხორცს ნათელ-წითელ ფერს ძენს; მეორე კი ის ძლიერი კონსერვანტია, რომელიც ხელს უშლის გვამის ბაქტერიებს განვითარებაში. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ნატრიუმის ნიტრიტის საკვებში გამოყენება იწვევს კუჭის კიბოს, თუმცა ამ კომპონენტის გარეშე ხორცი თუნდაც მაცივარში იყოს, რამოდენიმე საათში ლპობას დაიწყებს.
გსმენიათ ალბათ, რომ ხორცპროდუქტებში გემოს დანამატები ძირითადი მავნე ნივთიერებებია ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს სიმართლე არაა. გემოს დანამატად გამოიყენება ნატრიუმის გლუტამატი, რომელსაც არანაირი გვერდითი ეფექტი და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველობა არ გააჩნია. ის ფართოდ გვხვდება პომიდორში, ყველში და სხვა პროდუქტებში. ფარშს გემოსთვის 192 C-ზე ვაკუმში ნახშირორჟანგისა და მაღალი წნეხვის ქვეშ ემატება მცენარეული ცხიმი, სტაბილიზატორები და კონსერვანტები, რომლებიც რაღა თქმა უნდა მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

მაშასადამე, თანამედროვე ძეხვეული ქიმიური პროდუქტების კომპლექსია, ცოტა მათგანს თუ შეგვიძლია ვუწოდოთ ხორც-პროდუქტი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხორცპროდუქტების შეწვა და მოხარშვა კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან მათში შემავალი კომპონენტები ხდება აგრესიულად ოქსიდირებული, რაც კანცეროგენულია და იწვევს კიბოს პროვოცირებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად აღიარა ძეხვეულისა და სხვა ხორციპროდუქტების მავნებლობა ჯანმრთელობისათვის და გვაძლევენ რეკომენდაციას არ მივირთვათ, ან მივირთვათ არაუმეტეს 50 გრამი დღეში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *