„დაღუპულები სკოლის მოსწავლეები არიან…“ – თერჯოლაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

თერჯოლაში, მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო.

დაღუპულია მამა-შვილი და კიდევ ორი გოგონა.

თერჯოლის მერი განცხადებით, ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან.

„დაღუპულია გოგონა, მამა და მათი 2 თანაკლასელი. ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან…“, – ამბობს თერჯოლის მერი.

ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როდესაც ერთ-ერთ ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. მის თანმხლები პირებიდან 4 საშველად მდინარეში გადახტა. მათგან მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *