21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი ამბობ, რომ მსგავსი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პრაქტიკაში არ ჰქონია.
ბრალდებულმა, ოთარ ცინდელიანმა, გოგონას სხეულზე 59 ჭრილობა დანით მიაყენა.
გამოძიებამ ქეთი ჯავახიშვილის თავის არიდან დანის პირი ამოიღო.
„ამგვარი განსაკუთრებული სისასტიკით ადამიანის მკვლელობა არც მქონია პრაქტიკაში და წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, საკუთარი თვალით რომ არ მენახა. ამგვარი ჭრილობები, რომ არც ერთი ორგანო მთელი არ ჰქონდა პრაქტიკულად, მსგავსი არც გამიგია და არც პრაქტიკაში არ მქონია.
ქეთევან ჯავახიშვილის სხეულზე არის 59 ჭრილობა მიყენებული, სხეულის თითქმის ყველა ადგილას. დანის პირი არის აღმოჩენილი თავში. ეს. მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იმ სიმძლავრით აქვს დარტყმული ბრალდებულს, რომ გადატყდა დანის პირი. კონკრეტულად ზურგის არეში არის მიყენებული ათეულობით ჭრილობა.ამ გადასახედიდან, გარკვეული შეფასებით თუმცა საბოლოო დასკვნას ექსპერტი გასცემს, წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ ქეთევან ჯავახიშვილზე გააგრძელა ბრალდებულმა დანის გამოყენებით ჭრილობების მიყენება“, – ამბობს საქმის პროკურორი მედიასთან საუბრისას.