“კალიარისა” და “ნაპოლის” ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს – უნდა წავიდეს:
“გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც “ბარსელონასთან” შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.
ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა,
განშორებაა ცხადი. დე ლაურენტისმა განმარტა, რატომ არ გაუხანგრძლივა ხელშეკრულება – აგეტმა საკითხის განხილვა სეზონის ბოლოსთვის გადადო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება, “ნაპოლი” შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: “რასაც ოსიმენზე ვამბობთ, “კვარასაც” ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება – მშვიდობით”.
“სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ”.