სექსის დროს კვნესა ბევრ ქალს ახასიათებს, რასაც მამაკაცების უმეტესობა თვითკმაყოფილებისა და საკუთარი თავმოყვარეობის განცდის ასამაღლებლად იყენებს, მაგრამ როგორც უახლესმა კვლევამ ცხადყო, ყველაფერი ისე მარტივად სულაც არ გახლავთ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ბრიტანეთში ახლახან ჩატარებულმა კვლევამ, რომელსაც ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ, შოკისმომგვრელ რეალობას ახადა ფარდა: ბრიტანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალები იმის გამო კვნესიან, რომ მამაკაცებს სიამოვნება მიჰგვარონ.
რიცხვებში ეს ყოველივე ასე გამოიყურება: კვლევაში მონაწილეთა 66 %-მა განაცხადა, რომ კვნესოდნენ, რათა პარტნიორი დაეჩქარებინათ, ხოლო 87 % კვნესოდა იმისათვის, რათა პარტნიორის ეგო დაეკმაყოფილებინა.
აღმოჩნდა, რომ ქალები, როცა ისინი სექსით ნამდვილად ბედნიერები და კმაყოფილები არიან, ამ ბედნიერებას და კმაყოფილებას ჩუმად ეძლევიან და არა ყურისწამღები კვნესით და ოხვრით.
აქვე სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა სავარაუდოდ საკმარისად რეპრეზენტატიული არ არის, რადგან გამოკითხულია სულ 71 ქალი.
ქალები შესაძლოა კვნესას იმისათვისაც იყენებდნენ, რათა მამაკაცს აგრძნობინონ, რა მოსწონთ და რა არა. გარდა ამისა, კვნესის დროს სუნთქვა ღრმავდება, დაძაბულობა და სტრესი იკლებს და ვნების განცდა უფრო მძაფრი ხდება. ასე რომ, კვნესა სავარაუდოდ მხოლოდ მოჩვენებითი არ გახლავთ და მას სერიოზული პრაქტიკული დანიშნულებაც გააჩნია.