რამ გამოიწვია სტიქია შოვში?
ქართველი და შვეიცარიელი სპეციალისტების ანალიზის შედეგად, ირკვევა, რომ ბუბას ხეობაში მომხდარი სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
„ადგილი ჰქონდა კატასტროფული ხასიათის გეოლოგიურ და კლიმატური მოვლენების დამთხვევას, რომელიც პრინციპში იშვიათად ხდება და ძალიან ძნელია ასეთი მოვლენების ამდაგვარად განვითარების წინასწარმეტყველება…“, – ამბობს გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი.
შვეიცარიელი გეოლოგებით დაკომპლექტებულმა ავტორიტეტულმა საექსპერტო ჯგუფმა კვლევის შედეგები რაჭის ტრაგედიიდან 6 თვის შემდეგ გამოაქვეყნა.
მსოფლიოში ყველაზე რთულ კატაკლიზმებზე მომუშავე სპეციალისტებმა შოვში მომხდარ სტიქიურ პროცესზე რამდენიმე თვე იმუშავეს.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ შოვში დამანგრეველი ღვარცოფის მიზეზი გეოლოგიური და ჰიდრომეტეოლოგიური მოვლენების თანხვედრა გახდა.