სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყველასათვის საყვარელი ექიმის, ვახტანგ გაჩეჩილაძის, გარდაცვალების გამო.
ის იყო უდიდესი პროფესიონალი, გამორჩეული გულისხმიერებითა და ადამიანობით.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩოხატაურს“,- ნათქვამია განცხადებაში.